სიახლეები

საქართველო: აგვისტოს ომის დამოუკიდებელი ანალიზი


2009 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  შექმნეს “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი”, რათა შეესწავლათ ომის გამომწვევი მიზეზები და შედეგები და წარმოედგინათ შესაბამისი რეკომენდაციები სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობამ უზრუნველყო ექსპერტთა მასალების თარგმნა და მათი გამოცემა. საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა  ამა წლის 24 მარტს, თბილისში, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თაოსნობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გადმოწერა ქართ. ინგლ.
 

საქართველო: კონფლიქტიდან ნდობის აღდგენამდე


12-14 თებერვალს ქ. ბათუმში ჩატარებილი ღონისძიებით დაიწყო თბილისის პოლიტიკური სკოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტი “კონფლიქტიდან ნდობის აღდგენამდე”. დაგეგმილია 4 სემინარი, რომელთა მუშაობაში ჩაერთვებიან ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები, ჟურნალისტები, ასევე, ახალგაზრდა ლიდერები საქართველოდან. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრები, რაც 2009 წლის აგვისტოს მოვლენების ფონზე ქართულ-რუსული დიალოგის განახლებას უნდა ემსახუროს.
 

სომხეთი: სიტყვის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში


ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა ერევნის პრეს-კლუბთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთში თავისუფალი მედიის, დამოუკიდებელი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის განვითარებისა და შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის მხარდაჭერას, რაც, თავისთავად,    ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას.
 

სომხეთი: ადამიანის უფლებები სომხურ მედიაში


ერევნის პრეს-კლუბისა და სომხეთში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის თაოსნობით დაიწყო პროექტი „ადამიანის უფლებები სომხურ მედიაში“. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს  ჟურნალისტების, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას სახალხო დამცველის აპარატთან. პროექტის ფარგლებში ჩატარდება, ასევე, კვლევა, თუ რა ადგილი უკავია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს სომხეთის მედიაში.
 

სომხეთი: სომხურ-თურქული ურთიერთობები


სომხეთში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნდა სტატია სომხურ-თურქული ურთიერთობების შესახებ. მისი ავტორია სომხეთის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ გირაგოსიანი. გადმოწერა
 

Page 5 of 5

«StartPrev12345NextEnd»