საქართველო: კონფლიქტიდან ნდობის აღდგენამდე II

თბილისის პოლიტიკური სკოლის თაოსნობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ამა წლის 7-9 მაისს ბაკურიანში ჩატარდა მეორე ერთობლივი სემინარი ”კონფლიქტიდან ნდობის აღდგენამდე”, რომელზეც განხილულ იქნა არსებული ქართულ-რუსული ურთიერთობები და მათი გაუმჯობესების პერსპექტივები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები რუსეთიდან, ევროკავშირიდან და საქართველოდან, ასევე, ახალგაზრდა ქართველი ლიდერები და ჟურნალისტები.
აზერბაიჯანი: მადნეულის მოპოვების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი რესურსების მოპოვებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის დიდ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ საფრთხეს შეიცავს, ამ პროცესების სამოქალაქო კონტროლის შესაძლებლობები შეზღუდულია. გამონაკლისს არც რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი წარმოადგენს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია Civic Response Network (CRN) ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია აზერბაიჯანში მადნეულის მოპოვების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მაკონტროლებელი მექანიზმების დანერგვა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის პირველი სასწავლო სემინარი ამა წლის 11-12 აპრილს შამკირის რაიონის ქ. ჩენლიბელში ჩატარდა.
აზერბაიჯანი: საკონსტიტუციო ცვლილებები აზერბაიჯანში

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოქვეყნდა კვლევა აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე მათი გავლენის შესახებ. კვლევის ავტორია აზერ ბაბაიევი, მანჰაიმის უნივერსიტეტის ევროპის სოციალური კვლევების ცენტრის ექსპერტი.
გადმოწერა
.
სომხეთი: სამხრეთ კავკასიური კონფერენცია

ამა წლის 9-10 აპრილს პოლიტიკური სწავლების ცენტრის “კონკორდი”-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით სომხეთში, წახკაძორში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის, ცხინვალისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები. აღნიშნული ფორუმი ემსახურება წარმოდგენილ მხარეთა შორის ღია დიალოგის მხარდაჭერას.
აზერბაიჯანი: სოციოლოგიური გამოკითხვა

სოციოლოგიური ცენტრის PULS-R და აზერბაიჯანში ფრიდრიხ ებერტისა ფონდის წარმომადგენლობის ინიციატივით ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა მოსახლეობის პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ჩართულობის შესახებ. ფონდი მხარდაჭერას უწევს პროექტს დაწყებული 2005 წლიდან. გამოკითხვების შედეგები ქვეყნდება რეგულარულად. მათი მომხმარებლები გახლავთ სხვადასხვა საექსპერტო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სხვა. ამა წლის 10 აპრილს, ქ. ბაქოში მოხდა ბოლო გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია. გადმოწერა
ინგლ.
რუს.
სომხეთი: სომხეთის საგარეო პოლიტიკა 2009/2010 წლებში

გლობალიზაციის და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით გამოიცა ბროშურა "სომხეთის საგარეო პოლიტიკა 2009/2010 წლებში". პუბლიკაციაში საუბარია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
გადმოწერა
.
აზერბაიჯანი: საზოგადოებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ფრიდრიხ ებერტის ფონდი აზერბაიჯანის მედიის თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს პროექტს "საზოგადოებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა". ამა წლის თებერვალში და მარტში პროექტის ფარგლებში ჩატარდა სწავლება მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ასევე, ადვოკატებისთვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის. სწავლების მიზანია ინფორმაციის მოპოვების თავისუფლებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ჟურნალისტებისთვის და სხვა მონაწილეებისათვის გამოიცა, აგრეთვე, სახელმძღვანელოც.
აზერბაიჯანი: ჟურნალისტების მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში

ამა წლის 17 მარტს ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლამ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით დაიწყო პროფესიონალი ჟურნალისტებისათვის ტრენინგები თემაზე: "ჟურნალისტები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში". ტრენინზე განიხილება რეგიონში არსებული კონფლიქტები და მათი დარეგულირების პერსპექტივები.
საქართველო: ქართველ დეპუტატთა ვიზიტი ბერლინში

ამა წლის 30 მარტიდან 2 აპრილამდე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოწვევით საქართველოს პარლამენტის 2 დეპუტატი, ქრისტიან-დემოკრატთა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებიდან, გაემგზავრებიან ბერლინში, რათა გაეცნონ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ფონდების საქმიანობის გერმანულ გამოცდილებას. დაგეგმილია კონსულტაციები ბუნდესტაგში, გერმანიის სახელისუფლებო და საექსპერტო წრეებში. პროექტის მიზანია, საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკური სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველო: ტრენინგი თემაზე “სოციალ-დემოკრატია”

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ამა წლის 9-10 მარტს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებისათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სოციალ-დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები”.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა პარტნიორი ფონდის პროექტის ფარგლებში. სოციალ-დემოკრატიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 30 სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.