სიახლეები

საქართველო: საერთაშორისო კონფერენცია „სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები“

02.10.09


მიმდინარე წლის 24 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში“, რომელიც განახორციელა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმჯელეს საქართველოში სოციალური დიალოგის პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის იმპლემენტაციაზე.
 

საქართველო: მცირე ბიზნესის ფორუმი

23.09.09

 

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს თბილისში ჩატარდა მცირე ბიზნესის გაფართოებული ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო პროფკავშირების, მცირე ბიზნესის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 300 წარმომადგენელმა. აღნიშნული ფორუმის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „სოლიდარობა“, რომელმაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა ორწლიანი  პროექტი სახელწოდებით „მცირე ბიზნესის განვითარება საქართველოში“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა კანონპროექტი მცირე მეწარმეთა შესახებ, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.


 

 

საქართველო: პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სკოლა


სრულდება ფრიდრიხ ებერტის ფონდისა  და ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი „პოლიტიკური პარტიების სკოლა“. პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრთა ტრენინგი პოლიტიკური ორგანიზაციების საპროგრამო პრინციპებისა და თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიების განსხვავებების შესახებ. სწავლება ჩატარდა საქართველოს რეგიონებში: 1-3 აგვისტოს ბათუმში, 8-9 მაისს ქუთაისში, 12-14 ივნისს თელავში, 19-21 ივნისს გორში და 10-12 ივლისს ოზურგეთში.
 

საქართველო: ეფექტიანი კოლექტიური მოლაპარაკებების დამკვიდრება


6-8 ივლისს ჩატარებული სემინარით დაიწყო ფრიდრიხ ებერტის ფონიდისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „ეფექტიანი  კოლექტიური მოლაპარაკებების დამკვიდრება“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პედაგოგთა პროფკავშირსა და დამქირავებლებს შორის უკეთესი შრომითი ურთიერთობების  ჩამოყალიბებას  ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისათვის.
 

საქართველო: ეკონომიკის მარეგულირებელი ინსტიტუტების განვითარება საქართველოში


ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცეტრმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა გამოაქვეყნა ერთობლივი პროექტის “ეკონომიკის მარეგულირებელი ინსტიტუტების განვითარება საქართველოში” შედეგები. პუბლიკაციაში განხილულია დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიების საქმიანობა, ბაზრის რეგულირების მექანიზმების ფაქტიური გაუქმებით გამოწვეული შედეგები და  ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების როლი ბაზრის რეგულირებაში. პუბლიკაციის პრეზენტაცია შედგა მიმდინარე წლის 12 ივნისს ქ. თბილისში. გადმოწერა.

 

აზერბაიჯანი: სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესება ხანდაზმულთათვის


მიმდინარე წლის 3 ივნისს ეკონომიკური კვლევების ცენტრმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგები წარადგინა. პროექტი ”აზერბაიჯანში საპენსიო სისტემის განვითარება” მიზნად ისახავს ქვეყანაში რეგულარული საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერას, ხელს უწყობს ფინანსური და სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, რაც ხანდაზმულთათვის საპენსიო შემოსავალის გაზრდას უზრუნველყოფს.
 

სომხეთი: სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა სომხეთსა და სომხურ მედიაში


5-7 ივნისს ჩატარებული სემინარით დასრულდა ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ერევნის პრეს კლუბის ერთობლივი პროექტი "სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა სომხეთსა და სომხურ მედიაში". პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებაში სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელობის უკეთ გაცნობას, ასევე, სახალხო დამცველის აპარატსა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შორის თანმშრომლობის გამყარებას.
 

საქართველო: სემინარები სტუდენტებისათვის


არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალი ალტერნატივა“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა სემინარები სტუდენტებისათვის. სემინარები მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებას მათი სოციალური უფლებების შესახებ და ხელს უწყობს მათი აქტივობის გაზრდას საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. სემინარებში მონაწილეობდენენ საქართველოს 4 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორებიცაა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
 

სომხეთი: თურქულ-სომხური სამოქალაქო დიპლომატია


გლობალური და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრისა  და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით, ამა წლის 3-7 აპრილს, ერევანში, ერთობლივი პროექტის ”თურქულ-სომხური სამოქალაქო დიპლომატია” ფარგლებში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის პოლიტიკური წრეებისა და კულტურის სფეროს  ცნობილი წარმომადგენლები. ორმხრივი დიალოგის მიზანია, განიხილოს სომხეთისა და თურქეთის სამეზობლო ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობები.
 

საქართველო: საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია


კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ფონდის მხარდაჭერით 8-10 მაისს ბაზალეთში ჩატარდა ახალგაზრდული კონფერენცია “XXI საუკუნე და განვითარების პერსპექტივები”, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. კონფერენციამ იმუშუვა ოთხ ჯგუფად: აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა, რესურსების მენეჯმენტი, თანამედროვე საზოგადოება,  სამართლებრივი სახელმწიფო და ევროინტეგრაცია. საუკეთესო ნამუშევრები დააჯილდოვდნენ ექსპერტთა კომისიის მიერ.  გადმოწერა.     
 

Page 3 of 5

«StartPrev12345NextEnd»