18.03.10
ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ქიმიის, ენერგეტიკის, სამთო მრეწველობის და სხვა დარგობრივი პროფკავშირების ერთობლივი ორგანიზებით 22-23 თებერვალს ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. ღონისძიება მიეძღვნა ენერგოსექტორში არსებულ სამუშაო პირობებსა და მოცემულ დარგში სოციალური დიალოგის განვითარების პერსპექტივებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩაატარა მრგვალი მაგიდა დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინა ქართულ საწარმოებში არსებული შრომის უფლებების მდგომარეობის შესახებ განხორციელებული კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული პრობლემების მიზეზები არასრულყოფილი შრომითი კანონმდებლობისა და შესაბამისი მაკონტროლებელი მექანიზმების არ არსებობაშია, რასაც შრომითი სტანდარტების დარღვევებამდე მივყავართ.15.02.10
ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით “ევროპასთან დაახლოება? ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა სახრეთ კავკასიაში”. პროექტი ითვალისწინებს სახრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შედარებითი ანალიზის მომზადებას, რომელიც განიხილავს, თუ რამდენად ესადაგება აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებს. პროექტის ბოლოს გამოიცემა პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს შემაჯამებელ კონფერენციაზე წარმოდგენილ მასალებს.22.01.10
მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი სამოქალაქო აზროვნება +” "ასა+" ინიციატივით ქუთაისში ტარდება რიგი დისკუსიებისა, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებებზე განიხილება კომუნალური პოლიტიკის ფარგლებში არსებული ადგილობრივი პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზები. შეხვედრები იმართება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და წარმოადგენს ორწლიანი ერთობლივი პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ კომუნალურ თვითმმართველობაში” შემადგენელ ნაწილს. 22.12.09
დასრულდა ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები მედიის წარმომადგენლებისათვის, რათა მომხდარიყო პროფესიული კავშირების საქმიანობისა და მათი გამოცდილების გაცნობა, ამასთანავე, მომზადებულიყო შესაბამისი საფუძველი ჟურნალისთა პროფკავშირის ჩამოყალიბებისათვის. 16.12.09
2009 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ევროპაში ინტეგრაციის ეროვნულმა საზოგადოებრივმა კომიტეტმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე „აზერბაიჯანი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში“, სადაც განხილული იქნა აზერბაიჯანის, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნის წინაშე მდგომი საჭირბოროტო საკითხები. კონფერენციის მონაწილეები იმედოვნებდნენ, რომ მოცემული პროგრამა წევრი-ქვეყნებისათვის რეფორმების გატარების სტიმული გახდებოდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩართულია ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაში, ქვეყანაში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი შეინიშნება დემოკრატიის განვითარებისა და სახელმწიფო მართვის გაუმჯობესების კუთხით.27.11.09
“საზოგადოებრივი ფორუმის აზერბაიჯანისთვის” და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ 2009 წლის 17-18 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენციით დაიწყო ერთობლივი პროექტის ”აზერბაიჯანი 2020: დიალოგი რეფორმების ირგვლივ” განხორციელება. პროექტი აერთიანებს რეფორმებზე ორიენტირებულ ინტელექტუალურ, საზოგადოებრივ და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. მათი ძირითადი მიზანია, მიღწეულ იქნას მრავალმხრივი რეფორმირების აუცილებლობის ერთიანი გაგება მთელს საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეები მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, შეიქმნას მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ფორუმი დაინტერესებულ მხარეთა დისკუსიებისა და კონსულტაციებისთვის. კონფერენციამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა პრესაში და საზოგადოებაში.02.11.09
მიმდინარე წლის 29-30 ოქტომბერს ადამიანური რესურსების განვითარების საერთაშორისო ცენტრმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა მაღალი დონის კონფერენცია “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ინიციატივის პრობლემებსა და გამოწვევებზე. ღონისძიებაში “აღმოსავლეთთან პარტნიორობა: ევროპაში ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯი?” მონაწილეობდა ასზე მეტი წარმომადგენელი სამთავრობო უწყებებიდან, პარლამენტიდან, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. გამომსვლელთა შორის იყვნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები.02.11.09
არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპული ინტეგრაცია” და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით ჩატარდა რიგი ღონისძიებებისა სომხეთ-თურქეთის თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხებზე. მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, ხოლო, 9 ოქტომბერს სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმსჯელეს იმ წინასწარ ხელმოწერილ პროტოკოლებზე, რომლებიც სომხეთის და თურქეთის პარლამენტებს რატიფიცირებისთვის წარედგინება. მიმდინარე წლის განმავლობაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა სხვადასხვა სამშვიდობო საზოგადოებრივი ინიციატივა, რომლებიც მიზნად სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირებას ისახავენ.12.10.09
მიმდინარე წლის 10-12 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი საქართველოს რესპუბლიკა და მისი მოკავშირე სახელმწიფოები 1918-2009“. კონფერენციის ფარგლებში გაკეთდა თანამედროვე საქართველოსა და 1918-21 წლების საქართველოს რესპუბლიკას შორის არსებული საერთო მახასიათებლებისა და განსხვავებების შედარებითი ანალიზი. სამდღიანი კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ღონისძიება განხორციელდა ილია ჭავჭავაძის სახ. და ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტების, რუსთაველის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.