საქართველო: მრგვალი მაგიდა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით

ამა წლის 19 იანვარს ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობაში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ესტონეთის პარლამენტის დეპუტატებსა და საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ესტონეთის დელაგეციამ და ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის პროფკავშირებმა, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე.
სამხრეთ კავკასია: დამოუკიდებლობის 20 წელი
28.11.11

20 წლის წინ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით ექსპერტებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ევროკავშირიდან, თურქეთიდან და აშშ-დან გაანალიზეს განვლილი ოცი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, ასევე, განიხილეს რეგიონის სამომავლო გამოწვევები. კვლევა გამოიცა კრებულის სახით, რომლის პრეზენტაცია შედგა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ბერლინში. გადმოწერა.
ENG RUS
სომხეთი: კონფერენცია ევროინტეგრაციის საკითხებზე
17.11.11

მიმდინარე წლის 10-11 ნოემბერს ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ერევანში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით “აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა: ეროვნული და ევროპული დინამიკა”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკის გავლენიანი წარმომადგენლები სომხეთიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ, აგრეთვე, ევროკავშირის, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი.
კონფერენციის პროგრამის გადმოწერა.
სომხეთი: სოციალური უსაფრთხოების რეფორმა

გრაირ მარუკიანის ფონდის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ერევანში გაიმართა კვლევის “სოციალური უსაფრთხოების რეფორმა სომხეთში“ პრეზენტაცია, რომელიც ჯანდაცვის სფეროს რეფორმებს, უმუშევრობასა და სოციალური საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს ეხება. კვლევა, რომელზეც ეკონომისტები, პარლამენტარები და ისტორიკოსები მუშაობდნენ, გვთავაზობს აღნიშნული საკითხების ღრმა ანალიზსა და რეკომენდაციებს. კვლევის გადმოწერა.
ENG ARM.
ღონისძიების პრესმიმოხილვა იხილეთ ამ ბმულზე.
საქართველო: “სოციალ-დემოკრატიის ძირითადი პრინციპები”
02.11.11

რა განასხვავებს სოციალ-დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს კონსერვატიული და ლიბერალური ფასეულობებისაგან? რა არის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის მიზანი და რომელ სტრატეგიებს ახორციელებენ სოციალ-დემოკრატიული პარტიები? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ამოიკითხავთ წიგნების სერიაში, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოლიტიკური აკადემიის მიერ გამოიცემა. ამ სერიის პირველი წიგნი სახელწოდებით “სოციალ-დემოკრატიის ძირითადი პრინციპები” უკვე ქართულ ენაზეც ითარგმნა.
გადმოწერა.
საქართველო: კონფერენცია თემაზე სოციალური დიალოგი
28.10.11

27 ოქტომბერს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებითა ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალური დიალოგის განვითარების პრობლემებსა და გამოწვევებზე და აგრეთვე, შრომითი სტანდარტების დაცვის აქტუალურ მდგომარეობაზე. მომხსენებელთა შორის გახლდათ ბატონი გაი რაიდერი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
პროგრამის,
კონფერენციის ანგარიშისა და
მოხსენების გადმოწერა.
საქართველო: ლიდერთა ახალგაზრდული სკოლა

მიმდინარე წლის 21-24 ოქტომბერს ბაკურიანში ჩატარდა სემინარი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა გაერთიანებისა და საქართველოს ფალკონების ოცი ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სემინარის თემა გახლდათ მენეჯმენტის, კამპანიის დაგეგმვის, პოლიტიკური PR–ის წარმართვა და რიტორიკა. სემინარი განხორციელდა კურტ ლიოვენშტაინის ინსტიტუტის საგანმანათლებლო ცენტრისა და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
საქართველო: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობა
12.10.11

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივები კვების პროდუქტების უსაფრთხოების, ანტიმონოპოლიური რეგულაციებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.
სამხრეთ კავკასია: მედია ლანდშაფტი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებში

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ერევნის პრეს კლუბმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა გამოსცა კვლევა ”მედია ლანდშაფტი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებში”. კვლევაში წარმოდგენილია მრავალმხრივი ინფორმაცია მედია ლადშაფტის მდგომარეობის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, ბელარუსი და უკრაინა) და განხილულია არსებული პრობლემები და გამოწვევები. პუბლიკაციის პრეზენტაცია ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ვარშავაში მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. გადმოწერა
ENG RUS
სამხრეთ კავკასია: აღმოსავლეთ პარტნიორობის 2 წელი
26.09.11

2009 წელს ევროკავშირმა შეიმუშავა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, რათა გაეღრმავებინა ურთიერთობები საქართველოსთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. პროგრამის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩატარდა პირველი საზოგადოებრივი კვლევა სამხრეთ კავკასიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. პუბლიკაცია მომზადდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გადმოწერა.
ENG RUS