პრიორიტეტები

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მიზანს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოადგენს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის, დემოკრატიისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა. ამის მიღწევა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყენაში შეუძლებელია სტანდარტიზებული მოდელების გამოყენებით. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებები მორგებულია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ განსხვავებულ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პირობებზე.          


პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში

სოციალური საბაზრო ეკონომიკა: ბიზნესის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საქართველომ მაქსიმალურად მოახდინა თავისი ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ბაზრების დერეგულაცია. გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით საქართველოს ბაზრის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად, ფრიდრიხ ებერტის ფონდი ხელს უწყობს ეკონომიკურად, სიციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესს, რაც იცავს შრომის უფლებებს და უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეულ შრომით გარემოს.

კონფლიქტიდან ურთიერთნდობის ჩამოყალიბებამდე: საქართველო დგას ტერიტორიული კონფლიქტების ხანგრძლივი დროით მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროების წინაშე. ფრიდრიხ ებერტის ფონდი დახმარებას უწევს ასეთი სტრატეგიების შემუშავებაში და თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რომლებსაც სჯერათ, რომ არსებული კონფლიქტების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთგაგების, დიალოგისა და ურთიერთნდობის ჩამოყალიბების გზით.

პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა: საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური გარდაქმნის პროცესი. ქევყანა დგას დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის და დემოკრატიის კულტურის ჩამოყალიბების საჭიროების წინაშე, რაც საქართველოს ევროპასთან დააახლოვებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის წვლილს ამ პროცესში წარმოადგენს პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებში და თვითმმართველობის ორგანოებში. 


პრიორიტეტული მიმართულებები სომხეთში

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება: დაძაბული ურთიერთობის, დახურული საზღვრებისა და შეზღუდული დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, რაც ათწლეულზე მეტ ხანს გრძელდებოდა, სომხეთი და თურქეთი ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით მოძრაობენ. ფრიდრიხ ებერტის ფონდი მხარს უჭერს ამ პროცესს ორმხრივი დიალოგისა და საზღვრებსშორისი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივების გაძლერებით.

დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა: პრესისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად და მშვიდობის დასამკვიდრებლად. ფრიდრიხ ებერტის ფონდი მხარს უჭერს სომხეთის ჟურნალისტებსა და მედიის ინსტიტუტებს თავისი უფლებების განხორციელებაში და ხელს უწყობს დამოუკიდებელი და პროფესიული მედიის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.  

დემოკრატიული ინსტიტუტების ამუშავება: მაშინ, როდესაც სომხეთის კონსტიტუციაში ყალიბდება ურთიერთშეკავების და ურთიერთწონასწორობის სისტემა, მრავალი დემოკრატიული ინსტიტუტი ადექვატურად და შესაბამისად არ ასრულებს თავის ფუნქციებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეასრულონ მონიტორინგი და უზრუნველყონ პოლიტიკის არჩევანი სომხეთის მმართევლი ინსტიტუტების რეფორმისთვის, რათა მოხდეს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება.       

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ხელშეწყობა: კონფლიქტი მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს. ფრიდრიხ ებერტის ფონდი ცდილობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას, რაც მიზნად ისახავს ინტერესთა დაბალანსებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკის შემუშავებას.


პრიორიტეტული მიმართულებები აზერბაიჯანში

დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა: პრესისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად და მშვიდობის დასამკვიდრებლად. ფრიდრიხ ებერტის ფონდი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ჟურნალისტებსა და მედიის ინსტიტუტებს თავისი უფლებების განხორციელებაში და ხელს უწყობს დამოუკიდებელი და პროფესიული მედიის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

დემოკრატიაზე გადასვლის ხელშეწყობა: Aაზერბაიჯანი ჯერ კიდევ დგას მმართველობის დემოკრატიული და გამჭვირვალე ფორმის შექმნის აუცილებლობის წინაშე. ფრიდრიხ ებერტის ფონდი ჩართულია დემოკრატიზაციის და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობაში.  Fონდი მხარს უჭერს რეფორმებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ცდილობს დიალოგის გაძლიერებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. 

ნავთობიდან მიღებული შემოსავლების რაციონალური გამოყენება: აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი შემოსავალი დაუგროვდა ნავთობისა და გაზის ამოღებასა და ექსპორტიდან. ფრიდრიხ ებერტის ფონდი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დებატების გამართვაში ამ შემოსავლების მართვის და გამჭვირვალედ და რაციონალურად ამოღების, მართვის და ხარჯვის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით.    

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ხელშეწყობა: კონფლიქტი მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს. ფრიდრიხ ებერტის ფონდი ცდილობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ინტერესთა დაბალანსებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პოლიტიკის შემუშავებას.