მათიას იობელიუსი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელად 2008 წლის მარტიდან მუშაობს. საქართველოში ჩამოსვლამდე იგი ინდოეთში, ნიუ-დელიში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის ოფისს ხელმძღვანელობდა. მათიას იობელიუსი ასევე მუშაობდა განვითარების სხვადასხვა გერმანულ ორგანიზაციაში GTZ, InWEnt, UNDP (გაეროს განვითარების პროგრამა), ასევე, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკაში და სხვა ქვეყნებში. საუნივერსიტეტო ხარისხები მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებებში ბერლინის უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin) და განვითარების სწავლებაში SOAS ლონდონის უნივერსიტეტში. ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
ია თიკანაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობaს 1994 წლიდან ხელმძღვანელობს. ფონდში მუშაობის დაწყებამდე გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის მკვლევარი. გაიარა პრაქტიკები საგარეო პლიტიკის გერმანიის საზოგადოებაში (DGAP) ბონში 1993-1994 წლებში და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სათაო ოფისში ბონში 1991 წელს. ქ-ნი ია სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის კონსულტანტი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მრჩეველთა კომიტეტის წევრია. ქ-ნი ია თიკანაძე მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. პროექტის ადმინისტრატორი
ირინე სეფერთელაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის კოორდინატორის ასისტენტია 2002 წლის მარტიდან. იგი სწავლობდა გერმანულ ენასა და სამართალს საქართველოში, გერმანიასა და ავსტრიაში. საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობაში მოსვლამდე მუშაობდა გერმანიის საელჩოში და ევროკავშირის პროექტში “მოსამართლეების სწავლება საქართველოში”.ელ-ფოსტა: irina[at]fesgeo.org.ge