23.06.10
ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 17-20 ივნისს თბილისში ჩატარდა ტრენინგი კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა წარმოების კადრების განყოფილებისა და მენეჯმენტის წარმომადგენლები, ასევე, დარგობრივი პროფკავშირების წევრები. მონაწილეები გაეცნენ სოციალური დიალოგის საფუძვლებს, პრინციპებსა და ინსტრუმენტებს. ტრენინგის დასასრულს კი განხორციელდა პრაქტიკული სამუშაო კოლექტიური მოლაპარაკების წარმოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. პროექტი ხორციელდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.09.06.10
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 7 ივნისს სომხეთში ჩამოყალიბდა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმა -სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი”. ქვეყნის მასშტაბით არსებული ქსელი აერთიანებს 140-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გააქტიურება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ჩამოყალიბდა 2009 წელს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის ექვს ქვეყანას შორის. ესენია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია. 18.05.10
ამა წლის 14-16 მაისს ბაზალეთში გერმანიის მომსახურების სფეროს პროფკავშირების Ver.di-ს წარმომადგენლებმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარეს ტრენინგი მედიის წარმომადგენელთათვის. ტრენინგზე განიხილეს საქართველოში მედიის პროფკავშირების შექმნისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმა. მონაწილეებმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს მედიის პროფკავშირის პირველი ერთობლივი მემორანდუმი.05.05.10
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით აზერბაიჯანში სოციოლოგიურმა ცენტრმა „Puls-R“ განახორციელა მოსახლეობის გამოკითხვა მისი პოლიტიკური განწყობისა და პოლიტიკური ჩართულობის ირგვლივ. ფონდის თანადგომით 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვები და ხდება მათი შედარებითი ანალიზის გამოცემა. აღნიშნული მასალები გამოირჩევა საკითხისადმი თავისი ნეიტრალური მიდგომით, რაც მათ განსაკუთრებულად პოპულარულს ხდის როგორც აზერბაიჯანის არასამათვრობო სექტორში, ასევე, პრესასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ხშირია მათი ციტირების შემთხვევები აზერბაიჯანულ ანალიტიკურ მასალებში. ბოლო გამოკითვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა მიმდინარე წლის 30 აპრილს ბაქოში. პუბლიკაციაში წარმოდგენილია 2006-2010 წლებში აზერბაიჯანის საზოგადოების პოლიტიკური განწყობების ცვლილებების მიმოხილვა. გადმოწერა.
ინგ.
რუს.04.05.10
საქართველოს პროფესიული გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოქვეყნა კვლევა ქართულ საწარმოებში შრომის დაცვისა და სამუშაო ადგილებზე არსებული უსაფრთხოების შესახებ. კვლევის პროცესში მოპოვებულმა მასალებმა ცხადყო, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვან რეფორმასა და სრულყოფას მოითხოვს. გადმოწერა.28.04.10
აზერბაიჯანის ადვოკატთა გაერთიანებამ და ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 26 აპრილს ჩაატარა კონფერენცია სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“. კონფერენციაზე იმსჯელეს სამოქალაქო ფორუმის როლზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალიზაციის პროცესში, კერძოდ, აზერბაიჯანის ეროვნული პლატფორმის შემუშავების აუცილებლობაზე აღნიშნული პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისათვის. მონაწილეთა შეფასებით, საჭიროა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გააქტიურება.22.04.10
მიმდინარე წლის 16-17 აპრილს ბაზალეთში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი ტელეჟურნალისტებისათვის, სადაც განხილული იქნა საქართველოს პროფკავშირების განვითარების პრობლემები, მოქმედი შრომის კანონმდებლობა, სოციალური დიალოგის პერსპექტივები, კოლექტიური მოლაპარაკებები და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა. სემინარის შეჯამებისას მონაწილეთა უმრავლესობამ საქართველოში ჟურნალისტთა პროფკავშირების შექმნის სურვილი გამოთქვა.20.04.10
მიმდინარე წლის 16-17 აპრილს სომხეთში, ქალაქ წახკაძორში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების კონფერენცია. კონფერენცია განახორციელა სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “კონკორდმა” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, გერმანიის, თურქეთისა და ასევე, არაღიარებული მხარეების აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები. კონფერენციამ იმსჯელა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტურ მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივის შესახებ.30.03.10
გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურმა ცენტრმა 2010 წლის 21-24 მარტს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩაატარა სომხურ-თურქული მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი სომეხი და თურქი ექსპერტები, სომხეთში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი დიალოგის, სომხურ-თურქული ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნდობის აღდგენის პროცესის მხარდაჭერას ორივე ქვეყნის დამოუკიდებელ ექსპერტთა თანამშრომლობის საშუალებით.18.03.10
ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ქიმიის, ენერგეტიკის, სამთო მრეწველობის და სხვა დარგობრივი პროფკავშირების ერთობლივი ორგანიზებით 22-23 თებერვალს ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. ღონისძიება მიეძღვნა ენერგოსექტორში არსებულ სამუშაო პირობებსა და მოცემულ დარგში სოციალური დიალოგის განვითარების პერსპექტივებს.